გასროლის შედეგად თბილისში ორი ადამიანი დაიჭრა

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

შინაგან საქემთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 236-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება) და 124-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა).

ნეტგაზეთისვის დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია. ერთ-ერთ დაჭრილს ოპერაცია უტარდება ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ამბობენ, რომ ოჯახის ნებართვის გარეშე დაჭრილის შესახებ ინფორმაციას მედიას ვერ გადასცემენ.

როგორც “ინტერპრესნიუსი” წერს, მაჩაბლის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობა სცადა, მისთვის ხელის შეშლა სცადეს ოჯახის წევრებმა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა.