გამოცემა კონონენკოზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ კვიტაშვილის განცხადება უკრაინის მთავრობის მინისტრთა კაბინეტს ჯერ არ განუხილავს.
30 ივნისს “უნიანმა” ასევე გაავრცელა “პეტრო პოროშენკოს ბლოკის” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, იური ლუცენკოს განცხადება, რომლის მიხედვითაც მის პოლიტიკურ ძალას ბევრი შეკითხვები აქვს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
“იმავე დღეს კვიტაშვილმა განაცხადა, რომ მისი გათავსიფულების ინიციატივის ლობირება წამლის შესყიდვის თაობაზე რეფორმას უკავშირდება”, – წერს გამოცემა.
ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა. მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
