ახალი ამბები

biletebi.ge: 250-მდე ბილეთი უკვე გაყიდულია

30 ივნისი, 2015 • • 1089
biletebi.ge: 250-მდე ბილეთი უკვე გაყიდულია

გულშემატკივრების ნაწილი ფეისბუკზე წერს, რომ მათი რიგის მოსვლის შემდეგ სისტემამ ვებგვერდიდან გამოაგდო და რიგის ბოლოში მიუჩინა ადგილი. ჩხიკვიშვილის თქმით, ისინი ამ საკითხს სწავლობენ.


“ამ დროისთვის გაყიდულია 250-მდე ბილეთამდე. რიგში დაახლოებით 60 ათას ადამიანამდე დგას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რიგი არ მოძრაობს, ეს ძალიან დიდი მოთხოვნითაა გამოწვეული. რამდენიმე მომხმარებელმა მოგვმართა, რომ რიგის გასვლის შემდეგ გამოაგდო რიგიდან და ახლა მაგ საკითხებს ვიკვლევთ. რიგი ცოტა ხნით დაპაუზებული იყო დიდი მოთხოვნის გამო და ახლა უნდა წავიდეს”, – განაცხადა ჩხიკვიშილმა.


უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 09:00 საათიდან დაიწყო.


ამ დროისთვის [10:35] ბილეთების რიგში 70 000-მდე ადამიანია. საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი IP მისამართებიდან 24 ათას ბილეთს შეიძენენ, ხოლო უცხოეთიდან – 6000-ს.


მასალების გადაბეჭდვის წესი