მინისტრი სოზარ სუბარი ადგილზე გაეცნო ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების დაკანონების პროცესს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, წალკის მუნიციპალიტეტში, ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ექიმებმა ეკომიგრანტებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.
ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურა 11 ექიმი: თერაპევტი, პედიატრი, ქირურგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, უროლოგი, მეან-გინეკოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი და ექოსკოპისტი. ასევე, ჩატარდა დიაგნოსტიკური კვლევები.
წალკაში ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ“ ეკომიგრანტ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცა.
