მორის ყვითელაშვილმა ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა

ქართველმა მოციგურავემ, 24 წლის მორის ყვითელაშვილმა ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. მისი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძეა.

ყვითელაშვილი გახდა პირველი ქართველი მოციგურავე კაცი, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. ჩემპიონატში პირველი და მეორე ადგილების რუსეთის სახელით გამოსულმა დმიტრი ალიევმა და არტურ დანელიანმა დაიკავეს.

ნახეთ მორის ყვითელაშვილის გამოსვლა: