რომელ მარშრუტებზე გადანაწილდება ახალი ავტობუსები

“ისუზუს” მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან, 23 იანვრიდან ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, “ისუზუს” მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან მგზავრებს დამატებით ოთხ მარშრუტზე მოემსახურება. ესენია:

27 იანვრიდან კი ახალი ავტობუსები შემდეგ 4 სამარშრუტო ხაზზე გავლენ:

ავტობუსების ახალი 40 შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა.
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები.