კორონავირუსის საქართველოში გავრცელების რისკი მინიმალურია, თუმცა შანსი მაინც არსებობს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველო უსაფრთხო ზონაში იმყოფება ჩინეთში, ვუჰანში აღმოჩენილი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, თუმცა გავრცელების რისკები მაინც არსებობს. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ჩვენ გვაქვს შიდა კონსულტაციები და ჩამოყალიბებული გავქვს შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა განხორციელდეს, რა უნდა გააკეთოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და რა უნდა გაკეთდეს მთლიანად ქვეყანაში…  იმის გამო, რომ შორს ვართ და ამ პროვინციიდან საქართველოში პირდაპირი ავიარესისები არ სრულდება, რისკი მინიმალურია, თუმცა გავრცელების თეორიული შანსი, რა თქმა უნდა, არის”, – განმარტავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.

გამყრელიძის თქმით, ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან გავრცელებული ვირუსის მსგავსი კორონავირუსი 2002 წელსაც გავრცლედა და მაშინ წელიწადნახევარი დასჭირდა მის შეჩერებას. თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვირუსის სწრაფად შეჩერების შანსები დღეს უფრო მაღალია.

მისი თქმით, ვირუსს, რომელიც კორონავირუსის სახეობის 2019-nCoV-ის სახელით არის ცნობილი, ამ ეტაპზე სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება:

“მკურნალობა არის სიმტომური ხასიათის, დაავადების სიმძიმის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენი ექიმები [ინფექციონისტები] კარგად არიან გათვიცნობიერებული”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ასევე გამოაქვეყნა რეკომენდაციები იმ ადამინებისთვის, ვისაც ვუჰანში უწევს მოგზაურობა:

თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში და გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება:

NCDC ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროის მონაცემებით მსოფლიოში სულ დაფიქსირებულია 300-მდე შემთხვევა, აქედან 6 დასრულდა ლეტალურად. ჩინეთიდან ვირუსის გავრცლება სხვა ქვეყნებში კი დადასტურებულია ტაილანდში -2, იაპონიაში – 1, კორეის რესპუბლიკაში – 1, აშშ-ში – 1. ჩინეთში ჰოსპიტალიზებული შემთხვევებიდან კი 51 შეფასებულია როგორც მძიმე, 12 კი, როგორც კრიტიკული.

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ