მეწყერსაშიში ზონები აჭარაში

 

აჭარა, განსაკუთრებით რეგიონის მთიანეთი, მეწყრული პროცესებითაა ცნობილი. მეწყრული კერების გააქტიურებას აქ არაერთხელ მოჰყვა ტრაგიკული შედეგი. სად  არის აჭარაში „ცხელი წერტილები“, რამდენად ინფორმირებულია ამ პროცესების შესახებ ხელისუფლება?  „ბათუმელები“ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსს ტარიელ ტუსკიას ესაუბრა.