ერევანში საპროტესტო დემონსტრაცია განახლდა [პირდაპირი რეპორტაჟი]

1 აგვისტოდან სომხეთში ელექტროენერგია ძვირდება. ამ გადაწყვეტილებას არ ურიგდება ქვეყნის მოსახლეობა. რამდენიმედღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, 23 ივნისს, გამთენიისას სპეცრაზმმა პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.