საპროტესტო აქცია სკვერის გაყიდვის წინააღმდეგ ბათუმში

აქციის შესახებ ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.  „მეგობრებო, ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩის კუთხეში მიზანმიმართულად ხდება არსებული სკვერის განადგურება. ჩვენ თუ დავუშვებთ ამ ვანდალიზმს, შევქმნით პრეცენდენტს, რომ ქალაქში არსებული სკვერები განადგურდეს.

ჩვენ გვჭირდება ქალაქში სუფთა ჰაერი! გვჭირდება სკვერი“- ნათქვამია განცხადებაში. 

 

აღნიშნული ქუჩების კვეთაში არსებული სკვერის გაყიდვის თაობაზე სტატია დღეს, გაზეთ „ბათუმელების“  22 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა. 

 

 

გაყიდული სკვერი