სპეციალური პრიზი ნეტგაზეთს – „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“

ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთს“ ჟურნალისტურ კონკურსის, „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“, სპეციალური პრიზი გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს, 17 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუში) გაიმართა.

კონკურსმა საქართველოს მასშტაბით გამოავლინა ის ჟურნალისტები, რომლებიც „რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებენ სამოქალაქო საზოგადოებას, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, განვითარების შესაძლებლობებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას და თავიანთ საქმიანობაში ეყრდნობიან სამოქალაქო საზოგადოების ძირითად ფასეულობებს და იცავენ ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს“.

გამარჯვებული ჟურნალისტები საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოავლინეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ცენტრალურ მედიაში. გამარჯვებულები გახდნენ:

საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გახდა მიხეილ სესიაშვილი, მთავარი არხის ჟურნალისტი.

„ნეტგაზეთს“, როგორც ონლაინ მედიის წარმომადგენელს, CSI-ის სპეციალური პრიზი გადაეცა.

კონკურსი ჩაატარა „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“ (CSI) ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“, ფარგლებში.

კონკურსი კამპანიის, „ეს ქვეყანა შენია“, ნაწილია, რომელიც, ორგანიზატორების თანახმად, ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას.