31 დეპუტატი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დაჯარიმდა

საქართველოს პარლამენტის 31 დეპუტატი არასწორად შევსებული ქორნებრივი დეკლარაციის გამო დაჯარიმდა.

ამის შესახებ საუბარია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების 2019 წლის მონიტორინგის შედეგების ანგარიშში, რომელიც საჯარო სამსახურის ბიურომ მოამზადა.

დეპუტატებს შორის, რომლებიც დაჯარიმდნენ, არიან:

ასევე ყოფილი დეპუტატები:

ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში მონიტორინგი განხორციელდა 596 დეკლარაციაზე. შემოწმებული დეკლარაციებიდან:

დადებითად შეფასდა 237 თანამდებობის პირის დეკლარაცია, დაჯარიმდა 254, გაფრთხილდა 75, მონიტორინგი შეწყდა 27 თანამდებობის პირზე, პროკურატურაში გადაიგზავნა 1, ხოლო სასამართლოს მიერ წარმოება შეჩერდა 2 თანამდებობის პირზე.