ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ სწორი მიმართულებით ბორძიკებს – დეპუტატი

უმრავლესობის წევრი დეპუტატი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ NDI-ს კვლევებს ანგარიშს უწევს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომელი ორგანიზაცია ატარებს ამ კვლევებს და რა ფორმულირებით უსვამენ კითხვებს რესპონდენტებს.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ქვეყანა მთლიანობაში სწორი მიმართულებით ვითარდება:

“მოდით, მე ჩემ აზრს ასე დავაფიქსირებ: ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით და მე სხვა გამოსავალს, სხვა ხელისუფლებას, რომელიც უკეთესად წაიყვანდა საქართველოს, მის დამოუკიდებლობას, დემოკრატიულობას უზრუნველყოფდა… ჯერჯერობით ამის მონახაზი არ არსებობს.

იმ ოპოზიციურ-პოლიტიკურ სპექტრში, რომელსაც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ჰქვია, მე სხვა ძალას ვერ ვხედავ და გაერთიანებული ოპოზიციაც პირობითია, მათ საქართველოში ლიდერი არ ჰყავთ. მათი ლიდერი არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი” ,- ამბობს ნოზაძე მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონცერენციაზე.

მოსახლეობის 53%-ის თქმით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI