კადიროვი აცხადებს, რომ „არაშრომისუნარიანობის გამო“ დროებით ტოვებს პოსტს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, „არაშრომისუნარიანობის“ გამო საკუთარ პოსტს დროებით ტოვებს და ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელს, მუსლიმ ხუჩიევს აბარებს.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ჩრდილოეთ კავკასიის ბიურო „კავკაზ რეალიი“ ავრცელებს.

ეს ნაბიჯი გახმაურდა იმ ინფორმაციის პარალელურად, რომ რუსეთის მთავრობა, დიმიტრი მედვედევის მეთაურობით, გადადგა.

წყარო: „კავკაზ რეალიი“

 

თუმცა კადიროვის გადაწყვეტილება 2 დღით წინ უსწრებდა მთავრობის გადადგომის შესახებ ინფორმაციას : კადიროვის განცხადება 13 იანვრითაა დათარიღებული.

ამასთან, როგორც ტვიტერზე წერს ანალიტიკოსი ნილ ჰაუერი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებს მიმოიხილავს, კადიროვი მსგავს, დროებით გადაწყვეტილებას წელიწადში, სულ მცირე, ერთხელ მაინც იღებს ხოლმე.

მაგალითად, 2019 წლის თებერვალში კადიროვმა საკუთარი პოსტი მცირე დროით გადააბარა იმავე ფიგურას, მუსლიმ ხუჩიევს.

„თუკი ის შემდეგ კვირასაც წასული იქნება პოსტიდან, აი, მაშინ კი შეიძლება სპეკულაციების დაწყება [თუ რა მომავალი ელის კადიროვს]“, – წერს ანალიტიკოსი.

Potential to be interesting, but Ramzan usually does this once or twice a year. If he’s still gone at this time next week, let the speculation commence. https://t.co/gMvTZuXZwe

— Neil Hauer (@NeilPHauer) January 15, 2020

ნახეთ ასევე:

რუსეთის მთავრობა გადადგა