შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) დაიწყო.
გამოძიებას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველო აწარმოებს.
მეწყრის ჩამოწოლამ 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა ვაკეში სვანიძის ქუჩა, ზოოპარკი და მზიური. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი, ხოლო 5 დაკარგულად მიიჩნევა.
სვანიძის ქუჩაზე სახლების ნაწილი საცხოვრებლად უვარგისია. განადგურდა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, ასევე ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი დაიღუპა. მთავრობის ცნობით, სახელმწიფოს ზარალი წინასწარი მოაცემებით, 40 მილიონი ლარია.