ახალ წელს პიროტექნიკის გამოყენებისას 81 ადამიანი დაშავდა

31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ჯამში, 81 ადამიანი დაშავდა, მათგან კი 51  ჰოსპიტალიზებულია. 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში  „ნეტგაზეთს“ უთხრეს, 33 შემთხვევა რეგიონში მოხდა და ჰოსპიტალიზებულია 16 ადამიანი, ხოლო თბილისში დაშავებული 48 ადამიანიდან 35 საავდმყოფოში გადაიყვანეს. 

დაშავებულთაგან 8 ბავშვია.