სტიქიის შემდეგ დაკარგულთა რიცხვი 24-დან 10-მდე შემცირდა

როგორც ნეტგაზეთს შსს-სში განუცხადეს, 14 ადამიანი, რომლებიც დაკარგულებად ითვლებოდნენ, სახლებში დაბრუნდნენ. ამჟამად მაშველები 10 ადამიანს ეძებენ.

 

13 ივნისის სტიქიის შედეგად, თბილისში სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.

 

მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.