პარლამენტის წინ მდგარი რამდენიმე კარავი დასუფთავების სამსახურმა ნაგვის შემკრები მანქანის საშუალებით აიღო.

ამ ადგილას მათ შორის განთავსებული იყო მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ კარვები, რომლებიც პარლამენტის წინ აქტივისტებმა რამდენიმე თვის წინ დადგეს.

ადგილზე მივიდნენ აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, ელენე ხოშტარია, რომელიც ცდილობდა, მანქანა შეეჩერებინა.

„მოუწევთ უკან დაბრუნება“,- თქვა ხოშტარიამ „მთავარ არხთან“.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები. კარვების აღების შემდეგ მათ ადგილი მორეცხეს.

Published by ნინო ბიძინაშვილი

ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან

Exit mobile version