მთაწმინდაზე კიდევ ორი კედლის მშენებლობა დასრულდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

ჯაფარიძის და გუნიას ქუჩებზე დასრულდა საყრდენი კედლების მშენებლობა, რომელიც სავალ გზასა და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 000 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია შპს „ინსტალ+“-მა შეასრულა.