რეჟისორი გალინა ვოლჩეკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი რუსი რეჟისორი და მსახიობი გალინა ვოლჩეკი 26 დეკემბერს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამოცემა The Washington Post-ის თანახმად, ვოლჩეკი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში ფილტვების ანთებით გადაიყვანეს.

თეატრალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1956 წელს, ვოლჩეკმა სხვა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად დააარსა თეატრი „სოვრემენიკი“.

გამოცემის თანახმადვე, „სოვრემენიკის“ გამორჩეულმა დადგმებმა დიდი გავლენა იქონია საბჭოთა თეატრზე 1960-იან წლებში და იქცა ხანმოკლე „ლიბერალური დათბობის“ სიმბოლოდ.1972 წელს ვოლჩეკი „სოვრემენიკის“ დირექტორი გახდა. ის სიცოცხლის ბოლომდე იკავებდა ამ პოზიციას.