სტიქიის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში დროებითი ცვლილებებია

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე და მოედანზე მოძრაობის შეზღუდვის გამო შეიცვალა შესაბამისი ავტუბუსების მოძრაობის მარშრუტები:

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს ნაწილობრივ დახურვის გამო დროებით შეზღუდულია შემდეგი მარშრუტების მოძრაობა – № 9, 42, 59, 61, 66, 78, 85, 87 და 88. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, გზების გაწმენდის პარალელურად მოხდება აღნიშნული მარშრუტების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება.

 

“დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე 2 93 44 44. გუშინდელ სტიქიას დაზიანებები არ გამოუწვევია თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურისთვის, შესაბამისად, თბილისის მეტრო ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის,” – წერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

 

ყვითელი ავტობუსი
ყვითელი ავტობუსი