პაშა ბანკის ტრადიციული საახალწლო გარემოსდაცვითი აქტივობა – 2020 წელი

პაშა ბანკმა პარტნიორებს და თანამშრომლებს ახალი წელი ტრადიციული გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა. ამჯერად ბანკმა რუსთავში, რამდენიმე ადგილას, ქალაქის შესასვლელში და რუსთავის პარკში დარგო 2020 ძირი ელდარის ფიჭვი და ზეთისხილის ხის ნერგი.

„პაშა ბანკი უკვე მეოთხე წელია, ძალიან აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით ეკო-პროექტებში. ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ათი ათასზე მეტი ხე გვაქვს დარგული. წელსაც ვაგრძელებთ წინასაახალწლო ტრადიციას და ქალაქ რუსთავში 2020 ნერგი დავრგეთ. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით, შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ის გარემო, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობთ“,- განაცხადა პაშა ბანკის PR-ის და მარკეტინგის სპეციალისტმა, ანა ბუხაიძემ.

„უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პაშა ბანკის ხელმძღვანელობას იმ აქტივობისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის გააკეთეს. რუსთავში, წინასწარ შერჩეულ რამდენიმე ადგილზე მოხდა ელდარის ფიჭვის და ზეთის ხილის ხის ნერგების დარგვა. იმედი მაქვს, ამ ტიპის აქტივობები და ღონისძიებები კიდევ ბევრი ექნება ჩვენს ქალაქს“,- განაცხადა ქალაქ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.


 პაშა ბანკის მიერ 2016-2019 წლებში შესრულებული გარემოსდაცვითი აქტივობები: