“თბილისში ძლიერ წვიმასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სრული დატვირთვით მუშაობს. მაშველებმა უზნაძეს ქუჩაზე დატბორილი სარდაფიდან წყალი ამოტუმბეს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ამოიყვანეს და გადაარჩინეს. მაშველებმა ასევე თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური შენობის ამოტუმბვა განახორციელეს. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ჭერი ჩამოინგრა, ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სამაშველო ოპერაცია ასევე მიმდინარეობს წყნეთში, გზის რამდენიმე მონაკვეთზე. მაშველები ინტენსიურად მუშაობენ ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულები არ არიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მობილიზებული არიან და მუშაობას აგრძელებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს საგანგებო განცხადება სტიქიასთან დაკავშირებით

-
29.11.2026 თერჯოლაში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავეს -
28.11.2026 უწყვეტი პროტესტის ორი წელი – თბილისში სამი მარში თავისუფლების მოედანზე გაერთიანდა -
28.11.2026 კობახიძე ირწმუნება, რომ რუსეთს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20% -
28.11.2026 “მხარდაჭერა თანამემამულეებს“ – ქართველმა ემიგრანტებმა ვაშინგტონში ქუჩა გადაკეტეს -
28.11.2026 უწყვეტი პროტესტის ორი წელი | თბილისში სამი საპროტესტო მსვლელობა გაიმართება -
28.11.2026 საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ხელმძღვანელი ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე დააკავა