საახალწლო ღონისძიებების გრაფიკი თბილისში

საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

“მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთებამდე, 25 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ზღაპრული მატარებლით დროში ვიმოგზაურებთ. ყველასათვის საყვარელი საბავშვო ფილმების გმირებს ცნობილი არტისტები გააცოცხლებენ.

ტრადიციულად, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტზე გეპატიჟებით, სადაც ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო მუსიკალური შოუ „ერთი-ერთში“ ღია ცის ქვეშ გადაინაცვლებს. ერთად შევეგებოთ 2020 წლის დადგომას!

ახალი წლის პირველ საღამოს თბილისს მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი MAX THE SAX ეწვევა და 21:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე წარდგება მსმენელის წინაშე.

საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი 13 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება. საყვარელ მომღერლებთან ერთად აღვნიშნოთ ძველით ახალი წელი – სტეფანე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, ნატო მეტონიძე და სოფო ნიჟარაძე”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერიის ცნობით, თოვლის ბაბუა და მისი ასისტენტები სანტას ზღაპრულ ქალაქში გიმასპინძლებენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი წარმოდგენები მოეწყობა: ჟონგლიორი ჯამბაზების და ილუზიონისტების წარმოდგენა, შოუ ქიმიური ელემენტებით, მრავალფეროვანი ვორქშოფები პატარებისთვის, სასულე ორკესტრის და დრამერების წარმოდგენები, ზღაპრების კითხვა, საბავშვო ფილმების ჩვენება და სხვა. (12:00 – 20:00 სთ.)

“5 და 10 იანვარს თბილისს პატარა უფლისწული გადაუფრენს. საჰაერო შოუები 20:00 საათზე დაიწყება;

მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო აქტივობები, კონცეტრები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები და ნაძვის ხის ხელნაკეთი აქსესუარების ვორქშოფები;

საახალწლოდ, თბილისის საშობაო ბაზარი გააერთიანებს პროექტებს „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“.

მერიის განცხადებით, ორბელიანის მოედანზე დაგხვდებათ ზღაპრულად განათებული ათონელის ქუჩა, ჩიჩილაკების ტყე და მანათობელი პლანეტა, თოვლის ბაბუის სახლი და ყინულის მოედანი;

“მთელი დღის განმავლობაში პატარებისთვის საბავშვო გასართობი პროგრამები გაიმართება;

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, აგრო, ღვინის და სამეწარეო ბაზარი,

აქვე იქნება კვების ობიექტები, სახალხო კარაოკე და დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები;

ყოველ საღამოს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქართული ესტრადის ვარსკვლავების და მუსიკალური ბენდების კონცერტები, ასევე, დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები გელით”.

25 დეკემბერი

26 დეკემბერი

 

27 დეკემბერი

28 დეკემბერი

29 დეკემბერი

 

30 დეკემბერი

 

31 დეკემბერი

 

1 იანვარი

 

2 იანვარი

 

3 იანვარი

 

4 იანვარი

 

5 იანვარი

 

6 იანვარი

 

7 იანვარი

 

8 იანვარი

 

9 იანვარი

 

10 იანვარი

 

11 იანვარი

 

12 იანვარი

 

13 იანვარი