მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს.
გზის რეაბილიტაცია ამჯერად, ოქროყანაში, ხერგიანის ქუჩაზე I, II და III ჩიხში სრულდება. სამუშაოების ფარგლებში, 1500 კვ.მ ფართობზე ასფალტ-ბეტონი იგება.
ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს კომპანია „პარმა“ ასრულებს.