ბაქოში პირველი ევროპული თამაშები გაიხსნა – სპეციალური სტუმარი ლედი გაგაა

გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაეფ ერდოღანი და სხვა ქვეყნების ლიდერები. საქართველოდან ცერემონიაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.

 

ცერემონიის სპეციალური სტუმარია ლედი გაგაა, რომელიც ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის “Imagine”-ს შეასრულებს.

 

პირველ ევროპულ თამაშებში 6000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს და 28 ივნისამდე გასტანს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.