მოძრაობა “სირცხვილიას” წევრებმა “ქართული ოცნების” ოფისთან სამგლოვიარო პროცესია გამართეს. აქტივისტებმა “ოცნების” ოფისთან სამგლოვიარო გვირგვინიც მიიტანეს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი პატივს მიაგებენ “გარდაცვლილ” ფეისბუკ-გვერდებს და ყალბ ანგარიშებს, რომლებიც ფეისბუკმა რამდენიემ დღის წინ წაშალა:
“ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან ჩვენი დღვანდელი სამგლოვიარო პროცესია ეძღვნება გარდაცვლილ ტროლ გვერდებს, რომლებიც რეალურად არ არსებობდა და ფეისბუკმა აღმოაჩინა, რომ ეს გვერდები ეწეოდნენ პროპაგანდას, წყალს ასხამენ რუსეთის წისქვილზე” ,- ამბობენ აქციის მოანწილეები.
Facebook-ის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს, რადგან დაადგინეს, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.