ხაზარაძე პარლამენტის ყოფილ შენობაში საფონდო ბირჟის მოწყობის ინიციატივით გამოდის

მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის” სიტყვით გამოსვლისას აცხადებს, რომ იმისათვის, რათა საქართველო რეგიონის ფინანსურ ცენტრად იქცეს, ქვეყანაში საერთაშორისო საფონდო ბირჟა უნდა ამოქმედდეს.

ხაზარაძის თქმით, ასეთი ბირჟის განთავსება ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაშია შესაძლებელი:

“ქვეყანა უნდა ვაქციოთ რეგიონის ფინანსურ ცენტრად. უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო საფონდო ბირჟა. ეს შეიძლება მოხდეს ნიუ იორკის ჰონგ კონგის ან ლონდონის ბირჟების მონაწილეობით სადაც აქტიურა განხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების აქციებით ვაჭრობა.

ვფიქრობთ, ასეთი ბირჟის განთავსება შესაძებელია ქუთაისში პარლამენტის მიტოვებულ შენობაში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო კი უნდა შეიქმნას მძლავრი ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც იმუშავებს ისეთი ტიპის უზარმაზარი კომპანიები როგორიცაა “ამაზონი”, “ალიბაბა”, “ფედექსი” და სხვები” – ამბობს ხაზარაძე.