ახალი ამბები

“ოცნება“ 2024 წელსაც შერეულ არჩევნებს გვთავაზობს

20 დეკემბერი, 2019 • 2566
“ოცნება“ 2024 წელსაც შერეულ არჩევნებს გვთავაზობს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ამბობს, რომ პარტია საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას 2024 წელსაც სთავაზობს.

პრესკონფერენციაზე თალაკაძემ „ოცნების“ ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. პარტიის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს ისევ შერეულ სისტემას, ოღონდ ამჟამად ამ მოდელში პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატთა რიცხვი იზრდება და 100 პარლამენტარს აღწევს.

თალაკვაძემ დააზუსტა, რომ ამ მოდელს საზოგადოებას სთავაზობენ როგორც 2020-ის, ისე 2024-ის არჩევნებისთვის. დღეს მოქმედი კონსტიტუციით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

„ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ამ ინიციატივით, პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა მაჟორიტართა რიცხვის შემცირების ხარჯზე 2/3-მდე იზრდება, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა. სწორედ მეტი პროპორციულობა იყო ჩვენი საერთშორისო პარტიორების მთავარი რეკომენდაცია დ რეფორმების სულისკვეთებაც, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ერთი წლის წინ.

მივმართავთ პოლიტიკურ სპექტრს, ვინც დაიტერესებულია ქვეყნის სტაბილური, დემოკრტიული განვითარებით, აქტიურად ჩაერთონ ამ სკითხის განხილვაში და საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ჩართულობით სწრაფად მივაღწიოთ კონსენსუსს და დავასრულოთ ამ საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკური ვნებათაღელვა.

ვაზუსტებ, გუნდში მიღწეული კონსენსუსი და … იცით, რომ უმრავლესობის შიგნთ იყო ორ სხვხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა – გუნდში მიღწეული კონსენსუსი არის ამჟამად ამ ცვლილებების არა მხოლოდ 2020 წლის არჩევნებისთვის  ერთჯერადად, არამედ შემდგომი არჩევნებისთვისაც დემოკრატიული და დაბალანსებული სისტემის დაკანონება“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

“ოცნების” ინიციატივის მისაღებად პარლამენტს საკონსტიტუციო უმრავლესობა დასჭირდება, რომელიც ამჟამად მმართველ გუნდს პარლამენტში არ აქვს.

ამავე თემაზე:

“2020-ში ოპოზიციას შერეული სისტემა 50-მდე შემცირებული მაჟორიტრით შევთავაზეთ” – თალაკვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი