მთაწმინდაზე ორი საყრდენი კედელი აშენდა

მთაწმინდაზე, ნიშნიანიძის ქ. №3-ში და შენგელიას ქ.№27-ში საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, გამგეობამ 12 და 9 გრძივი მეტრის რკინა-ბეტონის კედლები მოაწყო, რომლებმაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოხსნა. კედლების მოწყობის სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობამ დააფინანსა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 82 000 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოები კომპანია „არქიტრავმა” შეასრულა. დასრულებულ სამშენებლო სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

მიმდინარე წლისთვის მთაწმინდაზე, მსგავსი პრობლემის გამო, გრუნტის დამჭერი ხუთი კედლის მოწყობა დასრულდა, წლის ბოლომდე კიდევ ხუთი მოეწყობა. აღნიშნული კედლების მშენებლობისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 617 270 ათასი ლარი დაიხარჯება.