აიპლიუსის პეკინის მაღაზია გაძარცვეს

აიპლიუსის მაღაზიათა ქსელის ინფორმაციით, ღამით მათი პეკინის ფილიალი გაძარცვეს.

“ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები. დამნაშავეებმა 16 000 ლარის პროდუქციის წაღება შეძლეს”, – ნათქვამია მაღაზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აიპლიუსი ტექნიკის მაღაზიაა, რომელიც ეფლის ნაწარმს ყიდის. ეს ამ მაღაზიის ძარცვის პირველი შემთხვევა არ არის.