რუსმა სამხედროებმა ამჯერად 96 წლის კაცი დააკავეს

რუსმა სამხედროებმა კასპის მუნიციპალიტეტში 96 წლის კაცი დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი’’, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით კონფლიქტისპირა ზონის მიმდებარედ სტატისტიკად იქცა. როგორც წესი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ცხინვალში სასამართლოსა და ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. გამონაკლისს წარმოადგენს ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტია ცხინვალის ციხეში იმყოფება და ამ დროისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.