კალიფორნიაში, სანაპიროზე ათასობით „პენის-თევზა“ გამოირიყა

აშშ-ში, კალიფორნიის სანაპიროზე ოკეანემ ათასობით უცნაური ფორმის არსება გამორიყა, რომლებსაც ყოველდღიურ მეტყველებაში ხშირად უწოდებენ „პენის-თევზებს“ (Penis Fish).

პენის-თევზას სამეცნიერო სახელია Urechis Unicinctus/Urechis Caupo და წარმოადგენს ჭიების ნაირსახეობას, რომელიც მიწის ქვეშ ბინადრობს.

Urechis Unicinctus-ები ბინადრობენ ჩინეთის, კორეისა და იაპონიის სანაპიროებზე; Urechis Caupo კი ჩრდილოეთ ამერიკის ბინადარია. მათ შორის მცირედი განსხვავებაა.

BBC-ის და Guardian-ის ცნობით, პენის-თევზები სანაპიროზე შტორმების შედეგად გამოჩნდნენ. როგორც Guardian წერს,  ჩვეულებრივ, ისინი ღრმად იდებენ ბუდეს ქვიშაში, პლაჟზე მოსიარულეებისგან საკმაოდ მოშორებით, თუმცა შტორმების დროს ტალღებმა ქვიშის მრავალი ფენა გადარეცხა, რის შემდეგაც სანაპიროზე გამოჩნდნენ.

ამავე გამოცემის თანახმად, პენის-თევზას თოლიები, წავები, ზვიგენები და სხვა თევზები ჭამენ ხოლმე.

პენის-თევზა დელიკატესად ითვლება სამხრეთ კორეაში, სადაც მას Gaebul-ს ეძახიან, რაც ითარგმნება, როგორც „ძაღლის პენისი“.