“ასეთი გასაჭირი ახალგორში არასოდეს ყოფილა” [ვიდეო]

ავტორი: ზარინა სანაკოევა ცხინვალიდან


2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლქვეშ გადასული ახალგორის მოსახლეობა პირველად აღმოჩნდა ასეთ ხანგრძლივ იზოლაციაში. გამშვები პუნქტი, რომელიც ახალგორს თბილისთან აკავშირებდა, 2019 წლის 4 სექტემბრის შემდეგ არ გახსნილა.