ჩაკეტილი ახალგორი- პენსიონერების გასაჭირი [ვიდეო]

ავტორი: ზარინა სანაკოევა ცხინვალიდან


ახალგორის რაიონი სექტემბრის შემდეგ ფაქტობრივად იზოლირებულია. დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის შესასვლელი 2019 წლის 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტა და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდა, თუმცა პირობა არ შეასრულა. ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა. ცხინვალში აყენებენ ულტიმატუმს, რომ სანამ ქართული მხარე წნელისთან ახლად გახსნილ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.