ავტორი: ზარინა სანაკოევა ცხინვალიდან
ახალგორის რაიონი სექტემბრის შემდეგ ფაქტობრივად იზოლირებულია. დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის შესასვლელი 2019 წლის 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტა და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდა, თუმცა პირობა არ შეასრულა. ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა. ცხინვალში აყენებენ ულტიმატუმს, რომ სანამ ქართული მხარე წნელისთან ახლად გახსნილ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.


![ჩაკეტილი ახალგორი- პენსიონერების გასაჭირი [ვიდეო] ჩაკეტილი ახალგორი- პენსიონერების გასაჭირი [ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2019/12/78958775_1477492492407555_780246719886524416_n.jpg)






