ნაძვის ხე “ბიძინა ივანიშვილის სათამაშოებით” – ფოტო

მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა ცოტა ხნის წინ პარლამენტის ზედა შესასვლელთან ნაძვის ხე მოიტანეს.

აქტივისტებმა ნაძვის ხეზე მოსამართლეობის კანდიდატთა ფოტოები ჩამოჰკიდეს და თქვეს, რომ  ხეს ბიძინა ივანიშვილის სათამაშოებით რთავენ.

პერფორმანსი უვადო მოსამართლეთა დამტკიცების პარალელურად მიმდინარეობს. ნაძვის ხეზე სწორედ მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოებია ჩამოკიდებული.