პარლამენტთან ირაკლი კუპრაძე დააკავეს

მოძრაობა “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე პარლამენტის წინ დააკავეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს მოძრაობის პრესსამსახურში განუცხადეს.

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის ზემოთა შესასვლელთან დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის ირაკლი კუპრაძე და ირაკლი ჯუღელი დააკავა. მანამდე ამავე აქიცაზე დააკავეს ოპოზიციის ლიდერი გიორგი ვაშაძე, ენმ-ის წევრი ბესო გაზდელიან და აქციის 10-მდე სხვა მონაწილე.