კომიტეტმა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი ერთხმად დაუჭირა.

სხდომას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, დღესვე გავა თუ არა საკითხი კენჭისყრაზე პლენარულ სხდომაზე.