პარლამენტთან რამდენიმე მომიტინგე დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციისა და აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, დაძაბული სიტუაციაა.

9 აპრილის ქუჩაზე, სადაც პარლამენტში შესასვლელი მდებარეობს, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. პოლიცია მომიტინგეებს მოუწოდებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ.

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის თქმით, დაკავების მიზეზი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმარჩილებლობაა.

დილიდან პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. მათი ნაწილი პარლამენტის შესასვლელებთან უკვე მობილიზებულია. ადგილზე დილიდან იმყოფება პოლიციაც.

დღეს იურიდიულ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას კენჭი უნდა უყარონ. გარდა ამისა, პარლამენტარებმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზეც უნდა იმსჯელონ.