პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

დილიდან პარლამენტთან იკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები. მათი ნაწილი პარლამენტის შესასვლელებთან უკვე მობილიზებულია. ადგილზე დილიდან იმყოფება პოლიციაც.

აქციის მონაწილეების თქმით, იგეგმება ასევე შენობის შესასვლელების პიკეტიც. ისინი ამბობენ, რომ დღეს, 9:30 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე დეპუტატებს არ შეუშვებენ.

დღეს იურიდიულ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას კენჭი უნდა უყარონ. გარდა ამისა, პარლამენტარებმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზეც უნდა იმსჯელონ.