“ევრპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ. პოლიტიკოსის თქმით, ინციდენტი საპასპორტო კონტროლის ზონაში მოხდა.
გიგი უგულავას თქმით, შემთხვევის შედეგად გოკა გაბაშვილს მუხლი დაუზიანდა:
“მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ, თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. გოკას მუხლი დაუზიანდა. ეტყობა, ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი”, – ამბობს უგულავა.
აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გმაოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.