ოპოზიციის წინააღმდეგ შექმნილი ორგანიზაციის წევრებმა რუსთაველზე კარავი დადგეს

ორგანიზაციამ “შევინარჩუნოთ სიცოცხლე”, რომლის მხარდამჭერებს შორის არიან მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” დათო ლორთქიფანიძე და მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე, პარლამენტთან კარავი გაშალა.

აღნიშნული ორგანიზაცია გუშინ, 9 დეკემბერს დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციის სხვა წევრები აცხადებენ, “შევინარჩუნოთ სიცოცხლის” შექმნის მიზანი ოპოზიციის მონაწილეობით გამართული აქციების წინააღმდეგობაა:

ჩვენ დავინახეთ კასრები რუსთაველზე, დავინახეთ 90-იანების სტილში მოწყობილი ქვეყნის მთავრი გამზირი. ჩვენთვის ეს ძალიან რთულია და ამას გავუწევთ წინააღმდეგობას. ჩვენ არ მოგვწონს კონსტიტუციის მიღმა ქმედებები, რომელსაც ისინი ახორციელებენ და მივიჩნევთ, რომ მათ უნდა გავცეთ პასუხი”, – ამბობს ორგანიზაციის წევრი  შაკო კუჭაშვილი ტელეკომპანია “პირველთან”.

ფოტო: ტიფლის ნიუსი