“სახელისუფლებო გვერდები აქციების დისკრედიტაციას ორგანიზებულად ცდილობდნენ” – მითების დეტექტორი

მედიის განვითარების ფონდის პორტალი “მითების დეტექტორი” 14 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, აქციების მიმდინაროების, პარალელურად Facebook გვერდების აქტივობებს აკვირდებოდა და ორგანიზებული კამპანია გამოავლინა.

“მითების დეტექტორზე” გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კამპანია მიმართული იყო როგორც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციისა და ოპოზიციის დისკრედიტაციისაკენ, ისე ხელისუფლების ქმედებების გამართლებისაკენ, რაც დასპონსორებული პოსტების სახით ვრცელდებოდა.

ანგარიშის მიხედვით, გამოიკვეთა ორი შემთხვევა, როცა მედიის სახელით მოქმედ გვერდს ან პარტიული აქტივისტი მართავდა (G the TV), ან წარსულში გვერდი “ქართული ოცნების” სახელით ოპერირებდა (საინფორმაციო გვერდი / Information page).

“მითების დეტექტორის” მიხედვით, მონიტორინგის შედეგად გამოვლენდა, რომ ღია ფეისბუკ-ჯგუფ “საინტერესოს” მართავს ანტილიბერალური გვერდი “მოვკვდები საქართველოსთვის”, ჯგუფის ადმინები კი, ანგარიშის მიხედვით, ამჟამად გაუქმებული ტროლ-პროფილებია.

ანგარიშის მიხედვით, ჯამურად ხელისუფლებასთან დაკავშირებულ გვერდებს 295 ადმინისტრატორი ჰყავს. აქედან ყველაზე მეტი – 30 ადამიანი – სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიის “კვირა.ჯი”-ს ფეისბუკ-გვერდს მართავს; ანტილიბერალურ გვერდებს 82 ადმინისტრატორი მართავს, ანტიდასავლურს – 17.

მედიის განვითარების ფონდის მიერ მომზადებული კვლევით, ანტიდასავლური გვერდის “ა ზ ი მ უ ტ ი ს” 15 ადმინისტრატორიდან ერთ-ერთი გვერდს მართავს რუსეთის ფედერაციიდან.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა 5 ფეისბუკ-გვერდი, რომელიც აქციის დისკრედიტაციის მიზნით დროის მოკლე შუალედში იდენტურ მასალებს ავრცელებდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ გვერდებს შესაძლოა ერთი და იგივე პირები მართავდნენ.

მითითებული გვერდებიდან 4 ანტილიბერალური შინაარსისაა (Pressტიტუცია/Presstitution, 3,14 ზდეც, Fაქტები და Revelation), ხოლო 1- ანტიდასავლურის (Blue Soviet Union / ლურჯი საბჭოთა კავშირი).

გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული ანტილიბერალური და ანტიდასავლური გვერდები ერთსა და იმავე კონტენტს ერთმანეთისაგან აზიარებდნენ. მონიტორინგის პერიოდში საპროტესტო აქციების წინააღმდეგ 50 დასპონსორებული პოსტი გამოქვეყნდა.

ანგარიშის მიხედვით, ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში შემდეგი გზავნილები ვრცელდებოდა: