საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,რუსმა სამხედროებმა კასპის მუნიციპალიტეტის 4 მკვიდრი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო.
უწყება ამბობს, რომ შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა, უკანონო დაკავებისთანავე კი გააქტიურდა “ცხელი ხაზი“ და სუს-მა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) ინფორმაცია მიაწოდა.
სუს-ის თქმით, „ცხელი ხაზის“ ეფექტური ფუნქციონირების შედეგად, უკანონოდ დაკავებულთა შორის მყოფი არასრულწლოვანი, უკვე გათავისუფლებულია და იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე