საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან სურგულაძეს თანამდებობის დატოვება სურს. დღეს, 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე სურგულაძემ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით სამეთვალყურეო საბჭოს ერთი კვირის წინ მიმართა. მისივე თქმით, “სხვა გეგმები” აქვს, რომელზეც ღიად მოგვიანებით ისაუბრებს.

“ვინაიდან საპენსიო სააგენტო უკვე გამართულად ფუნქციონირებს, ერთი კვირის წინ, სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით 16 იანვრიდან თანამდებობა დამეტოვებინა. საბჭო კანონის თანახმად ამ განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ სამეთვალყურეო საბჭო ჩათვლის, რომ თანამდებობაზე კიდევ უნდა დავრჩე, არც ეს იქნება პრობლემა. რეფორმის უპრეცედენტობიდან გამომდინარე, მე მათ დავეთანხმები,”-ამბობს სურგულაძე.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე 2018 წლის 17 სექტემბრიდან მუშაობს. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობაზე 5 წლის
ვადით ინიშნება.

Published by მარიამ ვარადაშვილი

მარიამ ვარადაშვილი იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ივლისამდე.

Exit mobile version