თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნეტგაზეთს “თბილისი ენერჯიში” განუცხადეს. როგორც ექიმმა მაია თოფჩიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია.
შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა გულისხმობს. შსს-ს ცნობითვე, შემთხვევა გუშინ, 8 დეკემბერს მოხდა.