მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” “დიდუბის” მიმართულებით დღეს დილით მატარებლების გადაადგილება თითქმის 45 წუთით იყო შეჩერებული. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, შეფერხება გამოიწვია სისტემაში დაფიქსირებულმა ხარვეზმა, რომელიც მატარებლების გადაადგილებას აკონტროლებს.
მოძრაობა მეტროში 08:45 საათისთვის სრულად აღდგა და ამ დროისათვის მატარებლები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.