ახალი ამბები

$120-ათასიანი ბანანი გამოფენაზე ქართველმა არტისტმა შეჭამა

8 დეკემბერი, 2019 • 7201
$120-ათასიანი ბანანი გამოფენაზე ქართველმა არტისტმა შეჭამა

წებოვანი ლენტით მიკრული  ბანანი, რომელიც მაურიციო კატელანის არტ-ინსტალაცია იყო, ნიუ იორკში გამოფენაზე ქართველმა არტისტმა დეივიდ-დათუნამ შეჭამა.

“ეს არის პერფორმანსი სახელად “მშიერი არტისტი,“ – თქვა ბანანის ჭამისას დეივიდ-დათუნამ, წარმოშობით ქართველმა ხელოვანმა, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში ცხოვრობს.

მის ამ საქციელს გამოფენაზე მყოფი მოქალაქეების ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა, თუმცა, დეივიდ-დათუნამ თქვა, რომ როდესაც ერთი არტისტი მეორე არტისტის ნამუშევარს ჭამს, ეს თავად ხელოვნებაა.

კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი – ეს არის არტ-ინსტალაცია მაურიციო კატელანისგან, რომელიც მაიამის ერთ-ერთ სახელოვნებო აუქციონზე 150 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ეს პირველი ნაშრომია, რომელიც არტისტმა აუქციონზე გაიტანა.

ნამუშევარს “კომიკოსი“ ჰქვია და სულ მისი 3 ვერსია არსებობს. ორი მათგანი უკვე გაყიდულია, მათი თავდაპირველი ფასი 120 ათასი აშშ დოლარი იყო. თავად ავტორის თქმით, მისი შემადგენელი ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი – ბანანი, მან მაიამის ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაში იყიდა.

ვრცლად ამ ბანანზე წაიკითხეთ აქ:

წებოვანი ლენტით მიკრული ბანანის არტ-ინსტალაცია $150 ათასად გაიყიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი