რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ზაზა ურუშაძე იყო დამდგმელი რეჟისორი სერიალის “ცხელი ძაღლი” და ფილმების:

ზაზა ურუშაძის ესტონურ-ქართული ფილმი “მანდარინები” ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ასევე, ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.